საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე თსუ ახორციელებს პროექტს: „ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.
პროექტის ფარგლებში ტარდება სტუდენტური კონფერენცია „ეროვნული უმცირესობები საქართველოს კულტურასა და ისტორიაში“.
კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი:თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენცია ჩატარდება
2016 წლის 3 ივნისს, თსუ-ს VIII კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 13)
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები
2016 წლის 12 მაისამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
tolerantoba2016@yahoo.com
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი.
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.
მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ
2016 წლის 15 მაისს.
კონფერენციის პროგრამას მიიღებთ რეგისტრაციისას, რომელსაც გაივლით პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე -
2016 წლის 25 მაისს, 18:00 საათზე, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში.
შენიშვნა:კონფერენციის პროგრამას დოკუმენტის ძალა ექნება მხოლოდ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატთან ერთად, რომელიც მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციის დასრულებისთანავე.
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე კვირკველია
ტელ:
+995 598 60 46 67