ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-01-22

საგაზაფხულო ყოველკვირეული სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“. საგაზაფხულო ყოველკვირეული სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში ჩატარდება კვირაობით 2019 წლის 10 თებერვლიდან – 19 მაისის ჩათვლით. მონაწილე მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის შესამოწმებელი კონფერენცია ჩატარდება 19 მაისს, 12:00-საათზე (ბიოლოგების კორპუსი, 318-ე აუდიტორი).

სკოლაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. გასაუბრება  ჩატარდება  2019 წლის 27 იანვარს, 15:00 საათზე, ბიოლოგების კორპუსში, 350 აუდიტორიაში

პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“-ის მიზანია ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ყოველკვირეული შეკრება – ლექციები გულსხმობს გამოყენებითი მათემატიკის, ფიზიკის, პროგრამირების, ინჟინერიისა და სხვა მასთან დაკავშირებული საბუნებისმეტყველო-ტექნიკური დარგების ელემენტების სწავლებას, მათემატიკის მიმართულებით სასკოლო მასალის ათვისებაში არსებით დახმარებას, ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას.

საკონსულტაციო კომიტეტი: პროფ. თამაზ ვაშაყმაძე, პროფ.ომარ ფურთუხია, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ქეთევან ჭკუასელი, პროფ. გურამ ბერიშვილი, პროფ. ეთერ ღვინერია, დოქტ. მარინა ლომოური, ბ-ნი იუსუფ ფ. გიულვერი.

საკონტაქტო პირები: პროექტის კოორდინატორი: ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51), დამხმარე კოორდინატორი: რუსუდან ბარიხაშვილი (555-601-600).


Print

« იხ. ყველა სიახლე