ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ არ თმობს ლიდერის პოზიციებს საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის. 2012 წლის სამეცნიერო კონკურსების შედეგებმა, რომლის ნაწილიც ამ დღეებში გახდა ცნობილი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა. სტატისტიკა მოწმობს, რომ თსუ-მ გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების მიხედვით ყველა უნივერსიტეტს მნიშვნელოვნად გაუსწრო. ეს გამარჯვება თსუ მეცნიერებსა და სტუდენტებს სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის მეტ საშუალებას უჩენს და უნივერსიტეტში სამეცნიერო მუშაობის მაღალ სტანდარტზე მოწმობს.
კონკურსების
შედეგები ასე გამოიყურება:
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგები: სულ დაფინანსდა 38 პროექტი, აქედან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 პროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 7 პროექტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 4 პროექტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - 2 პროექტი, დანარჩენი 7 - დან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგები: სულ დაფინანსდა 94 პროექტი, აქედან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 42 (39-ში წამყვანი, 3-ში თანამონაწილე) პროექტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14 პროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 11 პროექტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - 7 პროექტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი - 4 პროექტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 3 პროექტი, ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტი - 2 პროექტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი - 2 პროექტი, ეროვნული მუზეუმი - 2 პროექტი, დანარჩენი 10- დან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა.
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში სულ დაფინანსდა 23 პროექტი, აქედან თსუ - 11 პროექტი, ილია - 5 პროექტი, დანარჩენი 7 - დან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა.
უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრისა და სსიპ – საქართვლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ერთობლივ კონკურსში სულ დაფინანსდა 11 პროექტი, აქედან თსუ - 5 პროექტი, აგრარული 2 პროექტი, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ს/კ ცენტრი 2 პროექტი, ილია და სამედიცინო უნივერსიტეტი 1 პროექტი.
2012 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის სულ დაფინანსებული 77 პროექტიდან, თსუ-ს ეკუთვნის 30 პროექტი.
”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების” კონკურსში საგრანტო დაფინანსება მიიღო 33 პროექტმა, აქედან თსუ-დან გამარჯვებული გახლავთ 17 პროექტი.