ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-05-09

ბათუმის I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში

14 მაისს,  11:00 საათზე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნება ბათუმის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში.  სიმპოზიუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
სიმპოზიუმზე ცნობილ ქართველ  მეცნიერებთან და ლექსიკოგრაფებთან ერთად მონაწილეობას  ბრიტანელი მეცნიერი დონალდ რეიფილდი და ცნობილი  ქართველოლოგი ისრაელიდან რეუვენ ენოხი მიიღებენ.
სიმპოზიუმის მიზანია უშუალო დიალოგის გამართვა პროფესიონალ ლექსიკოგრაფებს, ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის უახლესი პრობლემების მკვლევარებს, გამომცემლებსა და ელექტრონულ ლექსიკონზე მომუშავე პროგრამისტებს შორის.
სიმპოზიუმზე მოეწყობა დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული პროექტების პრეზენტაცია, გამოცემული ლექსიკონების გამოფენა, ელექტრონული ლექსიკონების დემონსტრირება და ახალი იდეების აპრობაცია;
მონაწილეები გააანალიზებენ დარგში არსებულ პრობლემებს და იმსჯელებენ ლექსიკოგრაფიის განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე საქართველოში;
სიმპოზიუმზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები. ლექსიკოგრაფიის თემაზე დაგეგმილია დისკუსიაც. 
ბათუმის პირველი საერთაშორისო  სიმპოზიუმის მუშაობა სამ დღეს გასტანს და 16 მაისს დასრულდება.



Print

« იხ. ყველა სიახლე