კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტთან არსებული სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) თანამშრომლობით, იწვევს სოციალური მეცნიერებებისა და ისტორიის სფეროში მომუშავე მეცნიერებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, რათა მონაწილეობა მიიღონ ორკვირიან სემინარში კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში 2013 წლის 3 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე. სემინარი დაფინანსებულია ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტით.
ორი მეცნიერი („კარნეგის სტიპენდიანტები“) გაემგზავრება ბერკლის უნივერსიტეტში ლიტერატურის, თეორიული მიდგომების და კონკრეტულ სფეროში გამოყენებული კვლევის მეთოდების ინტენსიური მიმოხილვისთვის. თითოეული სტიპენდიანტი ბერკლის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ერთ წარმომადგენელთან და ერთ მაგისტრანტ სტუდენტთან იმუშავებს. პროექტის მიზანია საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სილაბუსების და სასწავლო მასალების შემუშავება, კვლევისა და სწავლების ინოვაციური ტექნიკების და ტექნოლოგიების შესწავლა და გამოკითხვის მომზადება, რომელსაც გამოიყენებენ კარნეგის სხვა სტიპენდიანტები და მეცნიერები რეგიონიდან. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.
ფრენის, სასტუმროს და კვების ხარჯებს სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტი (ISEEES) დაფარავს. გარდა ამისა, ISEEES თითოეულ სტიპენდიანტს დაუფარავს, ან აუნაზღაურებს სასწავლო მასალების შეძენასთან, კოპირებასა ან ფოსტით გაგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯებს, დაახლოებით 600 აშშ დოლარის ფარგლებში. ISEEES–ი სტიპენდიანტებს წერილობით მოწვევებს გაუგზავნის, თუმცა მათ თავად უნდა იზრუნონ აშშ-ს ვიზის მიღებასა და მისი საფასურის გადახდაზე.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?
- სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მოქალაქეებს;
- მეცნიერებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს ან მის ეკვივალენტს;
- მეცნიერებს, რომელთაც ინგლისურ ენაში წერითი და მეტყველების უნარების ის დონე გააჩნიათ, რომელიც საკმარისია დამოუკიდებელი კვლევის ჩასატარებლად და მეცნიერულ დებატებში მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადინოთ:
- შევსებული განაცხადის ფორმა. განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://iseees.berkeley.edu/case-crrc#app. ვებგვერდზე ასევე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სემინარის მიზნებსა და გეგმებზე. აპლიკანტებმა სრულად უნდა წაიკითხონ პროგრამის აღწერილობა, რათა უზრუნველყონ, რომ ისინი გაეცნენ პროგრამის მოთხოვნებს და გეგმებს.
- სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს სამი გვერდისა, რომელშიც მითითებული იქნება აპლიკანტის მიმართულების თემა და კურსის სილაბუსი ან სილაბუსები, რომელთა შემუშავებასაც აპლიკანტი გეგმავს ბერკლიში ყოფნის დროს.
- სამეცნიერო კვლევის ნიმუში ინგლისურად, არაუმეტეს ხუთი გვერდისა.
- სრული CV, პუბლიკაციების ჩამონათვალით.