ცხადდება განცხადებების მიღება პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ 2018-2019 აკადემიური წლისათვის გამოყოფილ გაცვლით პროგრამაზე სასწავლებლად.
სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ
დანართში 1
მიმღები უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- სწავლის გადასახადი;
- სტუდენტური საცხოვრებელი;
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან;
- პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- აკადემიური რეზიუმე Europass ფორმატში (ინგლისურად);
- მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 1 გვერდისა)
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით;
- 1 აკადემიური რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკაცის ასლი: TOEFL (მინიმალური ქულა 80 IBT) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 6).
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
2018 წლის 20 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (pdf ფორმატში, თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
exchange@tsu.ge
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
1.სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2.გასაუბრება კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
3.კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
4.საბოლოო შერჩევა - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორს ლელა კაცაძეს ელ. მისამართზე:
lela.katsadze@tsu.ge
შენიშვნა:დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება!
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილრე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.