2012-11-20

საჯარო ლექციები/ვორკშოპები სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში ვიზიტით ჩამოდის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოკონსულტირების ტრენინგ-ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ჯონ მაკკარტი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები თსუ აკადემიურ პერსონალთან, აგრეთვე საჯარო ლექციები/ვორკშოპები  სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

ლექციების განრიგი:

27 ნოემბერი, 18:00 – 20:00    -    სწავლების ფილოსოფია და სილაბუსის შედგენა
29 ნოემბერი, 18:00 – 20:00    -    თანამედროვე მიდგომები კლასის მართვისადმი

ყველა ლექცია ჩატარდება თსუ-ს პირველ კორპუსში, 101-ე აუდიტორიაში.

ლექციებზე დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ მეილზე:  tsuforums@hotmail.com


 ლექციების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე