ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-06

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული

10 აპრილი, 15.00 საათი, პროფესორ რამაზ ქურდაძის საჯარო ლექცია „უცხოეთის ქართველოლოგიურ ცენტრებში ქართული ენის სწავლების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები“ (202-ე აუდიტორია);

11 აპრილი, 15.00 საათი,  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის „სტუდენტთა ქართველოლოგიური კვლევები“ გახსნა (202-ე აუდიტორია);

12  აპრილი,  14.00 საათი, მხატვრული კითხვის კონკურსის დასკვნითი ღონისძიება (თსუ, VII კორპუსი, ქეთევან წამებულის გამზ. N55).
15.00 საათი, ასოც. პროფესორ თინათინ ბოლქვაძის საჯარო ლექცია „1978 წლის 14 აპრილის მოვლენები ამერიკულ პრესაში“ (202-ე აუდიტორია);

13  აპრილი, 15.00 საათი,  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის “ქართული დამწერლობა ქართველ  მხატვართა შემოქმედებაში“ გახსნა  (თსუ საგამოფენო დარბაზი) და სტუდენტური ესეების კონკურსში  „ჩვენი ენა ქართული“ გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თსუ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).
Print

« იხ. ყველა სიახლე