2013-10-22

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა იურიდიული ოლიმპიადა

იურიდიული ოლიმპიადა წარმოადგენს ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მიერ ორგანიზებულ უპრეცედენტო ღონისძიებას.

პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩევა 150 სტუდენტი სისხლის სამართლის და 150 სტუდენტი სამოქალაქო სამართლის მიმართულებიდან. მათგან გამოვლინდება 25-25 გამარჯვებული.

სისხლის და სამოქალაქო სამართლის მიმართულების სტუდენტები კონკურენტები არ არიან. თითოეული მიმართულების მონაწილეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეეჯიბრებიან ერთმანეთს სამ ტურში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  II, III, IV კურსის ბაკალავრიატის,
აგრეთვე I და II კურსის მაგისტრატურის სტუდენტებს.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სოლიდური პრიზებით. ფულადი თანხით, საქალაქო სასამართლოსა და წამყვან კერძო იურიდიულ კომპანიებში სტაჟირებებით, ოპტიკური კომპანია რონიკოს ვაუჩერებით, რუსთაველის თეატრის ბილეთებით, იურიდიული წიგნების კომპლექტებით.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ფეისბუქ გვერდი:

https://www.facebook.com/kriminologebi

Print

« იხ. ყველა სიახლე