2013-01-15
“EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში”
17 და 18 იანვარს, 10:00–15:00 სთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის
“EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში” სამუშაო შეხვედრა გაიმართება. CHEMLAB-GEO პროექტის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებს განიხლავენ.
პროექტის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასერტიფიკატო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და ტექნიკური კადრების მომზადება ანალიზური ქიმიურ-ბიოლოგიური, ფარმაცევტული, კვების, გარემოს დაცვის და სათანადო პროფილის სხვა ინდუსტრიული საწარმოებისა დალაბორატორიებისათვის. “CHEMLAB–GEO” პროექტი ევროპული პროექტის “EU CHEMLAB II” პარალელურად ხორციელდება. გერმანული პროფესიული განათლების დუალური მოდელის შესაბამისად კომპანიები არა მხოლოდ ჩართული არიან სასწავლო გეგმის შექმნაში, არამედ, საშუალოვადიან პერსპექტივაში თავადაც სარგებლობენ მომზადებული პროფესიული კადრების თეორიული და პრაქტიკული ცოდნით. პროექტს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
ახალი პარტნიორი კომპანიის პროექტში ჩართვის შესაძლებლობა შესაძლოა დამატებით იქნას განხილული. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ 2013 წლის 16 იანვრამდე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საკონტაქტო პირი: დოქ. ხათუნა კახიანი, ელ.ფოსტა:khatuna.kakhiani@tsu.ge .
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია # 06
ENG

« იხ. ყველა სიახლე