ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-09-06

შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლა

არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Society Builder Group” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით,  აწყობს საგანმანათლებლო პროექტს “შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა საზაფხულო სკოლა”.

საზაფხულო სკოლის მთავარი თემა იქნება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები შავი ზღვის ქვეყნებს შორის. პროექტი ჩატარდება საქართველოში, დაბა ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” 2012 წლის  20 სექტემბრიდან - 30 სექტემბრამდე.

შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს: ლექციებს, დებატებს და სიმულიაციებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები და ქართული კულტურის საღამო. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება შეხვდნენ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენელებს. მოხარულები ვართ მოვიწვიოთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები.

შერჩევის პროცესი:
შეავსეთ აპლიკაციის ფორმა, გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: BSYDS2012@gmail.com

სამუშაო ენა: ინგლისური
აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადა: 11 სექტემბერი


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 55 45 90 35
ელ. ფოსტა BSYDS2012@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე