2012-09-21
2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დამატებითი მობილობა
სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით ( www.eqe.ge) მიიღეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში:
მობილობის ვადები
პროცედურული ვადები: • დოკუმენტაციის მიღება - 24 -25 სექტემბერი;
• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 25 სექტემბერი;
• სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 25 სექტემბერი;
• ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 25 სექტემბერი
ვაკანტური ადგილები:
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება - №:123/01-01, 18.09.2012
კრედიტების აღიარება
მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ №74/2012 დადგენილების შესაბამისად.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2012 წლის 25 სექტემბერს.
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე ( საკონტაქტო ინფორმაცია) წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები :
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა ჩარიცხვა
სტუდენტი ვალდებულია ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ წარმოადგინოს პირად საქმეში არსებული დოკუმენტები (დედნის სახით).
« იხ. ყველა სიახლე