ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბავშვო უნივერსიტეტი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
2012 წლის 18 თებერვალს 12:00
სთ-ზე ატარებს მოსწავლეთა ვიქტორინას
ვიქტორინა ტარდება ქ. თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეთათვის.
ვიქტორინა ტარდება გუნდური პრინციპით. თითოეული სკოლიდან მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ერთ გუნდს, 6 მოსწავლის შემადგენლობით. თითოეულ გუნდს აქვს სახელი და ჰყავს კაპიტანი.
ვიქტორინაში მონაწილეობის მსურველებმა ვიქტორინამდე 2 კვირით ადრე (13 თებერვალი) უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა, დამოწმებული სკოლის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით, თარიღის მითითებით. განაცხადის ფორმაში მითითებული უნდა იყოს სკოლა, გუნდის სახელწოდება, წევრები, პასუხისმგებელი პირი სკოლიდან
(იხ. განაცხადის ფორმა).
დასაშვებია სკანირებული სახით დამოწმებული განაცხადის ფორმის გამოგზავნა ქვემოთ მითითებულ იმეილებზე.
გუნდიდან რომელიმე მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს ვიქტორინაში მონაწილეობა მიაღებინოს გუნდის სათადარიგო წევრ(ებ)ს. გადაწყვეტილებას იღებს პასუხისმგებელი პირი სკოლიდან.
ვიქტორინაში მონაწილეობა უფასოა.
ვიქტორინის ზოგადი წესები
- გუნდებმა პასუხი უნდა გასცენ 15 შეკითხვას. შეკითხვები მოიცავს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნებს, როგორიცაა გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა. თითოეული საგნიდან დასმული იქნება 3 შეკითხვა;
- თითოეული სკოლის გუნდისათვის შეკითხვები ერთნაირია;
- კითხვების სირთულის შესაბამისად მოფიქრების დრო და მაქსიმალური ქულების რაოდენობა განსხვავებულია;
- საგნების პარიტეტის დაცვის მიზნით ქულათა ჯამი თითოელი საგნიდან უნდა შეადგენდეს 10 -ს, ე.ი. ქულათა საერთო ჯამი - 50-ს (მაქსიმალური ქულა);
- სწორი, მაგრამ არასრულყოფილი პასუხის შემთხვევაში გუნდს შეიძლება მიენიჭოს გარკვეული, მაგრამ არა მაქსიმალური ქულა (წინასწარ გაწერილი წესების დაცვით);
- ვიქტორინა ტარდება ერთ ტურად.
თუმცა თუ პირველ ტურში არ გამოვლინდა გამარჯვებული (ე.ი.თანაბარი ქულების შემთ¬ხვე¬ვაში), ინიშნება გეოვიქტორინის ბლიცტური საპრიზო ადგილების პრეტედენტებისათვის.
- ბლიცტურის ზოგადი წესები:
საპრიზო ადგილების პრეტედენტ გუნდებს ურიგდებათ ტესტები თითოეული გუნდისათვის ერთნაირი შეკითხვებით (მაგ. ტესტი № 1), სადაც მოცემულია 5 დახურული შეკითხვა (თითოეული საგნიდან 1 შეკითხვა), მოფიქრების დრო 1 წუთი.
გუნდის კაპიტანი პასუხს წერს ფურცელზე. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ კაპიტნები პასუხობენ შეკითხვაზე და შევსებულ ფურცელს გადაცემენ დამკვირვებლებს.
ნაკლები ქულის დაგროვების შემთხვევაში მოწინააღმდეგე გუნდი ცხადდება გამარჯვებულად. თანაბარი ქულების შემთხვევაში ბლიცტური გრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ბლიცტურში მონაწილეობს 2, ან მეტი გუნდი, თითოეული ტესტის შედეგების დაანგარიშების შემდეგ კონკურსიდან გადის მინიმალური ქულის მქონე გუნდ(ებ)ი, ე.ი. რჩება ყველაზე მაღალი ქულის მქონე გუნდები.
ვიქტორინის მიმდინარეობა:
- შეკითხვები გამოისახება ეკრანზე თანამიმდევრობით;
- ვიქტორინის წამყვანი კითხულობს (მაგ., № 1-ელ შეკითხვას);
- მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული დრო მოსაფიქრებლად და პასუხს წერენ საპასუხო ბარათზე (მაგ., № 1-ელი შეკითხვის საპასუხო ბარათზე);
- მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ გუნდის კაპიტნები დამკვირვებლებს გადასცემენ № 1 შეკითხვის საპასუხო ბარათს;
საპასუხო ბარათს იტოვებს მხოლოდ 1 გუნდი, რომელსაც რიგით მოუწია პასუხის გაცემა № 1-ელ შეკითხვაზე (პასუხს შეკითხვაზე მორიგეობით იძლევიან გუნდები).
შეკითხვაზე პასუხს იძლევა კაპიტანი ან მის მიერ დასახელებული გუნდის ერთ-ერთი წევრი;
- დამკვირვებლები საპასუხო ბარათებს გადასცემენ ვიქტორინის შედეგების დამთვლელ კომისიას, რომელსაც ქულების შეაქვს შედეგების ამსახველ;
- სწორი პასუხი გამოჩნდება ეკრანზე და ვიქტორინის წამყვანი კითხულობს სწორ პასუხს;
- და ა.შ. № 2, 3,... 15-ე შეკითხვა.
შედეგების გამოცხადება
- შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გუნდები ტოვებენ აუდიტორიას;
- შედეგების დამთვლელი კომისია ითვლის ქულებს და ვლინდება გამარჯვებულები;
- გუნდები ბრუნდებიან აუდიტორიაში და ვიქტორინის ჟიური აცხადებს ქულებს.
იმ შემთხვევაში, თუ საპრიზო ადგილზე გამსვლელმა გუნდებმა დააგროვეს თანაბარი ქულები, ინიშნება ბლიცტური;
- ვიქტორინის დამთავრებისთანავე გამარჯვებულებს გადაეცემათ წამახალისებელი ჯილდოები;
- ვიქტორინიდან 3 კვირის შემდეგ გამარჯვებული გუნდის სკოლებსა და წევრებს გადაეცემათ სიგელები;
- ინფორმაცია გუნდების შედეგების შესახებ ღიაა ნებისმიერი დინტერესებული პირისათვის. პრეტენზიები შედეგების შესახებ მიიღება ქულების გამოცხადებისთანავე (საპრიზო ადგილების გამოცხადებამდე).
მოთხოვნები და აკრძალვები:
- პასუხები შეკითხვებზე გუნდის წევრებმა უნდა დაწერონ სპეციალურ საპასუხო ბარათებზე, რომელიც წინასწარ იქნება განთავსებული მაგიდებზე. მხოლოდ სიტყვიერად გაცემული პასუხი არ ითვლება;
- კარნახის შემთხვევაში გუნდი ჯარიმდება;
- ნებართვის გარეშე მოსწავლეებს ეკრძალებათ მაგიდიდან ადგომა, დარბაზის და-ტოვება და გუნდი ჯარიმდება;
- აკრძალულია ყვირილი და უხეში მოქცევა. მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში გუნდი ჯარიმდება;
თითოეული ჯარიმა განისაზღვრება 1 ქულით, რომელიც აკლდება გუნდის მიერ მოგროვილ ქულათა საერთო რაოდენობას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
dvalageo@yahoo.com 599 913 665 გიორგი დვალაშვილი
t.nanobashvili@yahoo.com 599 537 033 თინიკო ნანობაშვილი
ekaterine_bakuradze@yahoo.com 555 185 820 ეკა ბაკურაძე