ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-03

საუნივერსიტეტო კონფერენცია „ეროვნული უმცირესობები საქართველოს კულტურასა და ისტორიაში“

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“. 

პროექტის ფარგლებში გაიმართება საუნივერსიტეტო კონფერენცია „ეროვნული უმცირესობები საქართველოს კულტურასა და ისტორიაში“.

კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი:თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს.

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 2 ივნისს, თსუ-ს VIII კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 13)

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები 2016 წლის 12 მაისამდე  გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge

საკონტაქტო პირი:
მედეა აბულაშვილი
ტელ: 599 509 123

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი.

განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
აკადემიური/სამეცნიერო სტატუსი;
ფაკულტეტი, მიმართულება;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 15 მაისს.

კონფერენციის პროგრამას მიიღებთ რეგისტრაციისას, რომელსაც გაივლით პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე -  2016 წლის 25 მაისს, 18:00 საათზე, თსუ  I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში.







Print

« იხ. ყველა სიახლე