8 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან, ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება
Wings for Life World Run გაიმართება.
2016 წლის მსოფლიო რბენაში, საქართველოდან წელს 6000 მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს 30 ლარს და პირდაპირ ირიცხება Wings for Life ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
ღონისძიებაზე თსუ-დან პირველი 100 დარეგისტრირებული სტუდენტის მონაწილეობის საფასურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფარავს. მონაწილეობის მსურველებმა სრულად უნდა შეავსოთ სპეციალური
სარეგისტრაციო ფორმა.
Wings for Life მსოფლიო რბენა მესამე წელია ტარდება, ღონისძიება 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას აერთიანებს, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით - გახდეს ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
2015 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა.
გასული ღონისძიების შემაჯამებელი ვიდეო-რგოლი იხილეთ
ბმულზე