2018-10-30

„აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მოდელირების სემინარები გოგონებისთვის“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე კურსის „ქალთა გაძლიერება, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელება და დიპლომატიის მოდელირება“ (Women Empowerment, Implementation of U.S. Foreign Policy and Model Diplomacy) ფარგლებში აცხადებს მიღებას სტუდენტი გოგონებისთვის სემინარებზე დასასწრებად.

აღნიშნული კურსი ხორციელდება პროექტის - „აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მოდელირების სემინარები გოგონებისთვის“ ("U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls") - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების/ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში.

სასემინარო კურსის დაწყების თარიღია - 2018 წლის 17 ნოემბერი.

პროექტზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2018 წლის 5 ნოემბერი, 18:00 სთ.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.
Print

« იხ. ყველა სიახლე