ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-06

თანასწორთა უკუკავშირის (Peer feedback) სარგებელი მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის

7 აპრილს, 14:00 საათზე ვიადრინას უნივერსიტეტის კომპეტენციებისა და კვლევაზე პროენტირებული სწავლის ცენტრის თანამშრომელი, სუზან შვარცი თსუ-ის პერსონალისათვის ჩაატარებს ვორქშოფს შემდეგ საკითხზე:თანასწორთა უკუკავშირის (Peer feedback) სარგებელი მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან თანასწორთა უკუკავშირის რაობას, თეორიულ შესავალს. წარმოდგენილი იქნება მაგალითები თუ როგორ შეიძლება თანასწორთა უკუკავშრის ორგანიზება პირისპირ და დისტანციური მეთოდებით.  

დასწრება თავისუფალია.    

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით), მეორე სართული
Print

« იხ. ყველა სიახლე