2018-05-28

„გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს პროგრამის - „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“ (IPS) ფარგლებში, პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს 42 ქვეყნიდან აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

პროგრამა გათვლილია დასრულებული საუნივერსიტეტო განათლების მქონე, პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ, ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე. პროგრამა გრძელდება 2019 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე.

საგანაცხადო საბუთები 2018 წლის 30 ივნისამდე შეგიძლიათ გაგზავნოთ მისამართზე:ips@tifl.diplo.de (დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 18 მბ-ს).

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ დანართში და ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე