2020-04-13

ცხადდება კონკურსი თსუ-ის დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ-ის დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ბელგია
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თეოლოგია, ფილოსოფია, ეთიკა, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, საჯარო პოლიტიკა, პოლიტიკის მეცნიერება, კულტურის კვლევები, ევროპული კვლევები.
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (3 თვე)
https://uclouvain.be/fr/index.html

ბულგარეთი

სოფიას უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გეოგრაფია და გეოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://erasmus.uni-sofia.bg/site/income/

გერმანია
ზაარლანდის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uni-saarland.de/nc/startseite.html

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, არქეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფსიქოლოგია, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uni-jena.de/en/Studies/Study+programme.html

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html

ესპანეთი
კადისის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uca.es/

თურქეთი
ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება
სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://iro.ogu.edu.tr/en

იტალია
მესინას უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): არქეოლოგია, ანთროპოლოგია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ჰუმანიტარული
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://international.unime.it/

პოლონეთი
იაგელონიის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://en.uj.edu.pl/en_GB/start

რუმინეთი
ბუქარესტის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ფილოსოფია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://unibuc.ro/

ჩეხეთი
მასარიკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, განათლების მეცნიერება, ბიზნესი და ეკონომიკა (მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და საერთაშორისო სკოლის სტუდენტებსაც), სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://czs.muni.cz/en/student-from-abroad/international-student-guide/course-catalogue
პალაცკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.upol.cz/en/


კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:
ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;
გერმანული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate
ფრანგული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELF, DALF
იტალიური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  CILS, PLIDA
ესპანური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELE, eLADE
ან
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2018 წლის 9 ოქტომბერი, 2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)
ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1.პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
2.CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
3.ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე, სემესტრის მითითებით;
4.სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
5.უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
7.მაგისტრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
8.მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
9.შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
10.რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);
11.მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
12.საკვლევი გეგმის მონახაზი არაუმეტეს 2 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
13.მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (Letter of Interest) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);
14.სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 7 მაისის 16 საათამდე! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ-ის მთავარი გვერდის სიახლეების განყოფილებაში;
აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებგვერდზე! ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2020 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გადადებულ იქნას 2021 წლის გაზაფხულის სემესტრამდე!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;







Print

« იხ. ყველა სიახლე