საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი,
2014 წლის 27 და 28 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს კონფერენციას თემაზე,
„უნივერსიტეტები ირჩევენ ევროპას“.
კონფერენციის მიზანია სტუდენტების, სამეცნიერო პერსონალის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოს ევრო-ინტეგრაციის საკითხების შესწავლის და ცოდნის გაზიარების პროცესში.
კონფერენციაზე წარმოსადგენი ნაშრომის თემა შეიძლება ეძღვნებოდეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ, სამეცნიერო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, ნებისმიერი ფაკულტეტიდან; ასევე, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც გამოთქვამენ დაინტერესებას და 15 მაისამდე გამოგზავნიან თეზისს, ხოლო 23 მაისამდე ნაშრომის სრულ ელექტრონულ ვერსიას მისამართზე: , (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: კონფერენცია, უნივერსიტეტები ირჩევენ ევროპას).
ნაშრომის ფორმატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
მოცულობა: მინიმუმ - 2000, მაქსიმუმ - 6000 სიტყვა; შრიფტის ზომა: 12; დაშორება 1.5
შრიფტი: Sulfaen
გამოყენებული ლიტერატურის მითითება: APA ან Chicago სტილში.
თავფურცელი: უნივერსიტეტის დასახელება, ფაკულტეტი, მიმართულება, კურსი, აკადემიური ხარისხი, თემის სათაური.
ნაშრომები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
conferences.tsu@gmail.com
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გამოიცემა კრებულის სახით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ი. ჭავჭავაძის # 13, უნივერსიტეტის VIII კორპუსი,
ოთახი: 306, ტელ.: +(995 32) 229 23 35;
კომპლექსური სოციალური და სოციოლოგიური კვლევების დეპარტამენტი,
საკონტაქტო პირი: მაგდა ჯავახიშვილი