29 მარტს ევროგაერთიანების ტემპუსის პროექტის 159340-TEMPUS-ES-TEMPUS-JPCR
MAPB ფარგლებში გაიმართება სამმხრივი სამუშაო შეხვედრა თსუ-ს, ერევნის
სახელმწიფო უნივერსიტეტის (ერევანი, სომხეთი) და დასავლეთ ინგლისის
უნივერსიტეტის (ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი) სამუშაო ჯგუფებს შორის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შეხვედრა ჩატარდება სამწერტილიანი ჩართვის ვიდეოკონფერენციის ფორმატში. თანამედროვე ტექნოლიგიების გამოყენებით განიხილება ახალი სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმის შედგენის საკითხები.