ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-29

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ზალცბურგის უნივერსიტეტში

გრძელდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის მეცნიერება.

კონკურსზე დაიშვებიან:
ბაკალავრიატის საფეხურის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრის სტუდენტები
მაგისტრატურის საფეხურის 1-ლი და მე-2 სემესტრის სტუდენტები (სავალდებულოა, ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში ან პოლიტიკის მეცნიერებაში)

ენობრივი კომპეტენცია:

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები - გერმანული ენა (B2 დონე)
მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები - ინგლისური ენა (B2 დონე); სასურველია, გერმანული ენა - B1 დონე

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (ზალცბურგის უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (ზალცბურგის უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 5 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატი (2017/2018 სასწავლო წელს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ენის საერთაშორისო სერთიფიკატი გერმანულ ან ინგლისურ ენაში)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო).

დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!


Print

« იხ. ყველა სიახლე