2014-11-28
სალექციო კურსები პროექტის „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრემენის უნივერსიტეტი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტის
„საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსებს.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში „ტრანსფორმაციის 25 წელი - აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო“. სალექციო კურსს გაუძღვება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი. მონაწილეთათვის გაიცემა თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მისამართზე: economics@tsu.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 12 დეკემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი.
სალექციო კურსი გაიმართება 2014 წლის 15-18 დეკემბერს, თსუ-ს მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 15:00-დან 17:00-საათამდე. სამუშაო ენა: ქართული.
სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
ლექცია 1. ტრანსფორმაციის 25 წელი - ძირითადი დებატები
• რადიკალური თუ გრადუალური რეფორმები
• ვაშინგტონის კონსენსუსი და კონსენსუსის კრიტიკა
ლექცია 2. პოლანის თეორია. პოლანის თვალით დანახული აღმოსავლეთ ევროპა
• პოლანი აღმოსავლეთ ევროპაში - კაპიტალიზმის ვარიაციები ევროპის პერიფერულ
ქვეყნებში
• ნეოლიბერალური, დაბალანსებული ნეოლიბერალური და კორპორატიული რეჟიმები აღმოსავლეთ ევროპაში
ლექცია 3. პოლანის თეორიის მიხედვით დანახული ტრანფორმაცია პოსტ-რევოლუციურ საქართველოში
• სახელმწიფო დისკურსი სოციალური და ეკონომიური განვითარების ირგვლივ - 2004-2012 წწ.
• რას ცვლის ‘საქართველო 2020’ ?
ლექცია 4. თეორიის აპლიკაცია მიკრო კონტექტზე
• არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში
• მოვაჭრეები და გარე-მოვაჭრეები

« იხ. ყველა სიახლე