თიბისი ბანკი აცხადებს სტუდენტების მიღებას ანაზღაურებადი სტაჟირების ერთწლიან პროგრამაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.
თიბისი ბანკი წარმატებულ სტუდენტებს
სთავაზობს:
• ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისი ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში;
• ახალი ტექნოლოგიების გაცნობას და ახალ გამოწვევებს;
• როტაციის შესაძლებლობას დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებაში;
• სტუდენტის გრაფიკზე მორგებულ სამუშაო საათებს.
სტაჟიორების ჩართულობა პროექტში:
• გუნდური პროექტი:
სტაჟიორები შექმნიან გუნდს და იმუშავებენ ბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტექნოლოგიური სახის პროექტებზე.
წარმატებული პროექტების წარდგენა მოხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას მათ განხორციელებაზე.
შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების მიღება
15 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე:
Internship@tbcbank.com.ge
ტესტირება - გასაუბრება - ქეისის განხილვა
პროგრამის ფარგლებში შერჩეული ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გახდება თიბისი ბანკის გუნდის წევრი.
იხილეთ
დანართი