კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მიმართულების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
ცხადდება კონკურსი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მიმართულების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
რენის გამოყენებით მეცნირებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მიმართულების იმ პროფესორებს, რომლებიც ჩართულები არიან პროექტის ,,ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი’’ ფარგლებში სასწავლო პროგრამების განვითარებაში.
ტულუზას გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 1 ნოემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტისთვის :
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე ) დანართი 1
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ტულუზას გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტისთ ვ ის:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (მხოლოდ ადმინისტრაციული პერსონალისთვის! ფრანგულ/ინგლისურ ენაზე) დანართი 2
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
7 დღე
მობილობის პერიოდი
2019/2020 გაზაფხულის სემესტრი
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
« იხ. ყველა სიახლე