2013-05-27

ღია კარის დღე: ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა

5 ივნისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ღია კარის დღეზე 2013-2014 აკადემიური წლისთვის ევროპისმცოდეობის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე  (ინგლისურენოვანი) მიღებასთან დაკავშირებით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ მე-2 კორპუსი, IV სართული, აუდიტორია 406, ევროპული კვლევების ინსტიტუტი

პროგრამის მოკლე მიმოხილვა:

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში არის ევროკავშირის TACIS–ის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ევროპული უნივერსიტეტების მონაწილეობით შექმნილი სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი უნიკალური ინტერიდციპლინური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც კონცეპტუალურად ეფუძნება თსუ–ს ოთხ ფაკულტეტს.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სიღმისეული ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი ფუნციონირების უმთავრესი პრინციპების შესახებ. ევროპული კვლევების ინსტიტუტი ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, რომ მათ დააგროვონ ცოდნა ოთხი ძირითადი მიმართულებით: ევროკავშირის სამართალი, ევროკავშირის ეკონომიკა და მონეტარული პოლიტიკა, ევროინტეგრაციის ისტორია, ევროკავშირის მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების პროცესი. სწავლის ხანგრძლივობაა 2  წელი. სწავლების ენა - ინგლისური.
Print

« იხ. ყველა სიახლე