ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ჩუკუროვას უნივერსიტეტში (თურქეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ პერსონალს და მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის მიმართულების აკადემიურ პერსონალს
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩეკუროვას უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
პასპორტის ასლი;
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):
დანართი 1;
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
პასპორტის ასლი;
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული)
დანართი 2;
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2020 წლის 30 იანვრის 16:00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge
სტიპენდიის სავარაუდო ხანგრძლივობა:
7 დღე
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.