2018-04-10
კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები"
28-29 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია -"კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები" გაიმართება.
კონფერენციის თემატიკა:
1.საქართველოს კონკურენციის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია;
2.კარტელური შეთანხმების სახეები, სპეციფიკა და შეფასების თეორიული საფუძვლები;
3.დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სახეები და შეფასების კრიტერიუმები;
4.სახელმწიფო დახმარებები, ექსკლუზივები და მათი ზეგავლენა ბაზრის ეფექტიანობაზე;
5.კონკურენციის პრობლემატიკა სახელმწიფო შესყიდვებში;
6.კონკურენციის პოლიტიკა რეგულირებად სექტორებში;
7.ობიექტური გამართლების კრიტერიუმები კონკურენციის სამართლებრივ დავებში;
ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა და ფორმატი:
ავტორმა ნაშრომი უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით და იგი უნდა მოიცავდეს:
ავტორის ვინაობას (სახელი, გვარი, სამეცნიერო წოდება, სამეცნიერო ხარისხი);
ნაშრომის სათაურს; მოცემული კონფერენციის თემატიკის კონკრეტულ საკითხს;
ავტორის საკონტაქტო მონაცემებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.
მოცულობა: არანაკლებ 8 გვერდი და არაუმეტეს 15 გვერდი.
ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 120-150 სიტყვა.
ნაშრომის სათაურის ქვემოთ უნდა განთავსდეს საკვანძო სიტყვები – 4-5 საკვანძო სიტყვა.
ნაშრომის ელექტრონული ვერსია მსურველებმა უნდა გაგზავნონ მისამართზე: info-gca@competition.ge და conference-gca@competition.ge-ზე, სათაურის ველში უნდა მიეთითოს - „სტატია კონფერენციისთვის“. ფაილი დასათაურებული უნდა იყოს შემდეგი წესის დაცვით: სახელი-გვარი - კონფერენცია 2018.
ავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი, არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.
მოთხოვნების დარღვევით შესრულებული ნაშრომი არ განიხილება. თუმცა, სააგენტო იტოვებს უფლებას, ნაშრომი შენიშვნებით უკან დაუბრუნოს ავტორს. ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო კვლავ განიხილავს მას.
ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისი. კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ეცნობებათ მხოლოდ მიღებული ნაშრომების ავტორებს 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

« იხ. ყველა სიახლე