2015-10-15

სამეცნიერო კონფერენცია "ფილოსოფია და დღევანდელობა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 20-21 ნოემბერს ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციას: "ფილოსოფია და დღევანდელობა", რომელიც ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 85 წლისთავს.

იუნესკოს დადგენილებით ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად (2002 წლიდან) მთელ მსოფლიოში ტარდება "ფილოსოფიის დღე".

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (ორი ნაბეჭდი გვერდი A4) უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 10 ნოემბრამდე თსუ II კორპ. ფილოსოფიის ინსტიტუტში, კაბინეტი # 205 (დემურ ჯალაღონია) ან გამოაგზავნონ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge.         
Print

« იხ. ყველა სიახლე