2011-10-18
სტუდენტური კონკურსი „თეთრ-წითელი არწივი“
პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით
ცხადდება კონკურსი პოლონეთის
დამოუკიდებლობის აღდგენის 93-ე წლისთავთან დაკავშირებით. პოლონეთის
ისტორიის შესახებ გაიმართება საღამოეები, რომლებსაც წარუძღვებიან პოლონელი
და ქართველი ისტორიკოსები. ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩატარდება კონკურსი და
გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი.ორგანიზატორები:
-
Stacja Kaukaska Studium Europy Wschodniej UW
ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიის კვლევის ცენტრი. -
Ambasada Rzeczypospolitej Polskiej w Tbilisi
პოლონეთის საელჩო საქართველოში.
-
Związek Kulturowo – Oświatowy Polaków w Gruzji „Polonia”
საქართველოს პოლონელთა კულტურულ - საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“. -
Centrum Polonistyki na Uniwersytecie im. I. Dżawachiszwili w Tbilisi
პოლონისტიკის ცენტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ მისამართზე: caucasus.studium@uw.edu.pl და გრძელდება 25 ოქტომბრამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ზემოთ აღნიშნულ მეილზე ან მობრძანდით:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზირი 3
II კორპუსი, ოთახი 161
ორშაბათი 11.00 – 14.00, ოთხშაბათი 12.00 – 16.00, პარასკევი 12.00 – 15.00
ტელ. 593 136 190
« იხ. ყველა სიახლე