ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-08

ლექციების ციკლი თემაზე: "საერთაშორისო და შედარებითი (კომპარატივისტული) განათლება"

19 მაისიდან  6 ივნისის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფულბრაიტის სტიპენდიატი, ჩიკაგოს ჩრდილოაღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანა გილ-გარსია, წაიკითხავს ლექციების ციკლს თემაზე: "საერთაშორისო და შედარებითი (კომპარატივისტული) განათლება".

ლექციები ჩატარდება თსუ პირველ კორპუსში,  ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 18:00 - 21:00 სთ.
 
ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი - აუდ. 022, ოთხშაბათი, პარასკევი - აუდ. 023.


ლექციებზე დაწრება შეუძლიათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. კურსის წარმატებულად გავლის შემთხვევაში ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს; დოქტორანტურის სტუდენტები კი დამატებით მიიღებენ 5 კრედიტს.

ლექციებზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 13 მაისის ჩათვლით და მისწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, რომელ პროგრამაზე სწავლობთ) თამარ პეტრიაშვილს: tamunapetriashvili@gmail.com
Print

« იხ. ყველა სიახლე