ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-03

მხატვრული თარგმანის კონკურსი სტუდენტებისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე თსუ ახორციელებს პროექტს:„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში ტარდება მხატვრული თარგმანის კონკურსი სტუდენტებისთვის.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია:
1.მის მიერ არჩეული ქართულენოვანი ლექსი ან პატარა მოთხრობა (მითი, ზღაპარი, ლეგენდა და მისთ. - არა უმეტეს ერთი გვერდისა) თარგმნოს საქართველოს რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენაზე, ან პირიქით, რომელიმე ნაწარმოები ეროვნული უმცირესობების შემოქმედებიდან თარგმნოს ქართულად;
2. 2016 წლის 15 მაისამდე ორიგინალი და ნათარგმნი ნაწარმოები, ბმულის სახით, გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე tolerantoba2016@yahoo.com
ქართული ტექსტისათვის შრიფტი-Sylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.
3.გზავნილში მითითებული უნდა იყოს მთარგმნელის სახელი, გვარი, სტატუსი, ტელეფონის (მობილური) ნომერი; ასევე, ხელმძღვანელი ლექტორის (რომელიც ფლობს კონკრეტული ეროვნული უმცირესობის ენას) სახელი, გვარი და სტატუსი შემდეგი ფორმით:
ბერძნულიდან (სომხურიდან, რუსულიდან და მისთ.) თარგმნა ნატალია ხაჩიძემ (თსუ, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულება, III კურსი).
ხელმძღვანელი: ანი ჩიქოვანი,  ასოც. პროფესორი.
იგივე ინფორმაცია უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზეც.
4.თარგმანებთან ერთად უნდა გაიგზავნოს შესაბამისი უცხო ენის ფონტი (ანბანის კომპიუტერული ვერსია).

საუკეთესო თარგმანები გამოიცემა კრებულად. კრებულში თითოეულ თარგმანს მიეთითება მთარგმნელისა და  მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

კრებულები მთარგმნელებსა და მათ ხელმძღვანელებს გადაეცემათ პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე 2016 წლის 9 ივნისს, 18 საათზე. მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ, VIII კორპუსის სააქტო დარბაზი.
    
საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123
 




Print

« იხ. ყველა სიახლე