2014-07-17

მიღება თსუ-სა და GIPA-ს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მიგრაციის მართვაში

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივ ორმაგი ხარისხის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიგრაციის მართვაში.
 
მიგარციის მართვის სამაგისტრო პროგარამა შემუშავებულ იქნა ტემპუსის პროექტის: “მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის” ფარგლებში, კონსორციუმში შემავალი 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით.  
 
სამაგისტრო პროგრამის მთავარი უპირატესობები:
  • ევროკავშირის წამყვანი პროფესორებისა და უნივერსიტეტების ჩართულობა სასწავლო პროცესში;
  • სტუდენტების სტაჟირების უზრუნველყოფა მიგრაციაზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებში (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე);
  • სტუდენტების მობილობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში;
  • ორმაგი ხარისხი;
  • დაბალი გადასახადი სწავლაზე – სემესტრულად 1125 ლარი რომლის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად (ყოველი სემესტრის დასაწყისში და ბოლოს); ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი.  

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს (ტესტის ტიპი - A), ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისაგან).

მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 1 - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  8 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 - 16  სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17  სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 18 - 23 სექტემბერი;
მ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  24 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 29 სექტემბერი.


მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ნინო ფარსადანიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მობ.: 599 65 95 77; nino.parsadanishvili@tsu.ge
თინათინ სამხარაძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მობ.: 599 79 79 29; t.samkharadze@gipa.ge



 




Print

« იხ. ყველა სიახლე