2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე
(ბრძ. 92/01-01, 06.08.2013)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს (მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით).
2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
(ბრძ. 75/01-01, 10.07.2013):
ა) საბუთების მიღება – 26 - 30 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 3 სექტემბერი.
10.00 საათი (საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქ. № 11)
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6 - 9 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 11 - 13 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 16 – 18 სექტემბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (საკონტაქტო ინფორმაცია):
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2013 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B 2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში
მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ლ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე