ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
მიმართულებები:
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- სტუდენტებისთვის: ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, 15 ოქტომბერი)
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- ფოტო
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
- მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
პერსონალი:
- ფოტო
- პასპორტის ასლი
- ცნობა პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
- სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები: ერთი სემესტრი (2015/2016 წლის გაზაფხულის სემესტრი)
პერსონალი: 5 დღე
სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 1 დეკემბრამდე შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:
http://mobileplus.up.pt/apply
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!