2017-12-25
ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია
2018 წლის 30 აპრილს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მე-6 ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ვუდროუ ვილსონის თოთხმეტი პუნქტის წარდგენისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების 100 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციის თემატიკაა „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ვუდროუ ვილსონის თოთხმეტი პუნქტის წარდგენიდან დღემდე“.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.
მოხსენებების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას, კერძოდ, ვუდროუ ვილსონის თოთხმეტი პუნქტის წარდგენის (1918 წ.) შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სფეროში:
•არსებულ რომელიმე კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს, საკითხს, მოვლენას, პიროვნებას და მის გავლენას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე
•რომელიმე კონკრეტული ისტორიული ტენდენციის, მოვლენის, საკითხის ასახვას შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარების სხვადასხვა სფეროში
•შეერთებული შტატებისა და ლათინური ამერიკის ან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ურთიერთობის ასპექტებსა და შედარებით ანალიზს.
მოხსენება უნდა იყოს კვლევითი ხასიათის და ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომისათვის დამახასიათებელი სტრუქტურა. მას აუცილებლად უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის სია, რომელიც მოხსენების ტექსტში ციტირებით დასტურდება. მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი. კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური.
მასალების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 9 აპრილი, 18:00 საათი. გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. არათემატური, არასრული ან დაგვიანებული მასალები არ განიხილება. საკონფერენციოდ შერჩეული მასალების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2018 წლის 13 აპრილის 18:00 საათამდე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ავტორებმა უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (1500-2000 სიტყვა) 2018 წლის 20 აპრილის 18:00 საათამდე.
მომხსენებელმა უნდა გამოაგზავნოს:
1.ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (თითოეული 500-550 სიტყვა. ფაილს უნდა დაერქვას 1- მომხსენებლის გვარი, მაგ: 1- ხატიაშვილი)
2.მოხსენების სრული სათაური, ავტორის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (ფაილს უნდა დაერქვას 2 - მომხსენებლის გვარი)
3.სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და დასკანირებული რეკომენდაცია მოხსენებაზე (ფაილს უნდა დაერქვას 3 - მომხსენებლის გვარი)
4.სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი, აკადემიური თანამდებობა, უნივერსიტეტი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულად და ინგლისურად (ფაილს უნდა დაერქვას 4 - მომხსენებლის ხელმძღვანელი)
5.2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მონაცემებით უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფაილს უნდა დაერქვას 5 - ცნობა უნივერსიტეტიდან)
მასალების გაფორმების სავალდებულო წესები:
1.ქართული ტექსტისთვის ფონტი AcadNusx, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
2.ინგლისური ტექსტისათვის ფონტი Times New Roman, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
3.სავალდებულოა, რომ მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: კონფერენცია 2018 - გვარი. (მაგალითად: კონფერენცია 2018 - ხატიაშვილი)
მასალები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:asssg@tsu.ge
საკონფერენციოდ შერჩეული მოხსენების სრული ტექსტი გადაეგზავნება დისკუსანტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებსა და შეკითხვებს თითოეული სექციის მუშაობისას გამოთქვამენ.
მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მარიამ ხატიაშვილს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს ელექტრონულ მისამართზე mariamkhatiashvili@tsu.ge ან ეწვიეთ თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ფეისბუქ გვერდს https://www.facebook.com/amstudsci/ და ვებგვერდს http://americanstudiestsu.weebly.com/

« იხ. ყველა სიახლე