ცხადდება დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ბიალისტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი)
ცხადდება დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის საბაკალავრო სტიპენდიის მოსაპოვებლად ბიალისტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი)
http://pb.edu.pl/en/
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და
მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ინგლისურენოვან სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 5 ივნისის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ-ს მიერ 2016/2017 სასწავლო წელს ორგანიზებული სამი ინსტიტუციური ტესტირებიდან ერთერთის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
- ბაკალავრის დიპლომისა და დანართის სკანირებული ვერსია (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 750 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
« იხ. ყველა სიახლე