ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-26

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ!

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის  პროგრამებზე  არსებული ვაკანტური ადგილები განისაზღვრა რექტორის 2014 წლის 23 ივნისის N96/01-01 ბრძანებით (http://tsu.edu.ge/ge/juridical/orders/-kRrHRC7IDNOlnoUh/?p=1 ).

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე  თსუ-ში მიღების წესი  და მიღების წინაპირობები განსაზღვრულია  აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014  დადგენილებით
( http://tsu.edu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2014/492014____// ).

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საგამოცდო პერიოდი განისაზღვრა შემდეგნაირად  (ბრძ. №95/01-01, 20.06.2014):

ა) გამოცდა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში - 1 ივლისი (10 საათი, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N55);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2 ივლისი (18 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 3 ივლისი;
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 4 ივლისი;


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
 ტელ: +995 32 2 2539 71; +995 32 2 25 04 84.

თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე