2018-02-19

საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში“ ჩარიცხვის მსურველ დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში“ (ინგლისურენოვანი).

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით  (ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

მიღების ვადები - (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების, ვაკანტური ადგილების, გამოცდის ჩატარების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №30/01-01, 19.02.2018)

•საბუთების მიღება და განხილვა სამეთვალყურეო კომიტეტის მიერ - 20-21 თებერვალი;
•გამოცდა ინგლისურ ენაში - 22 თებერვალი (10:00 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 22 თებერვალი (18:00 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 23 თებერვალი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 26 თებერვალი;
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 27 თებერვალი;
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 27 თებერვალი (17:00 საათი);
•შეთანხმების გაფორმება სამეთვალყურეო კომიტეტსა და დოქტორანტობის კანდიდატს შორის - 28 თებერვალი;
•ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 28 თებერვალი;
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 1 მარტი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:


•განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
•განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
•მათემატიკის/გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელების თანხმობა;
•სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
•ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•ორი სარეკომენდაციო წერილი;
•სამოტივაციო წერილი (გამოცდილება, კვლევის თემატიკა).

საკონტაქტო ინფორმაცია

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 30 40 70

Print

« იხ. ყველა სიახლე