ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 4 სტიპენდიას ჩეხურ და 3 სტიპენდიას ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად და აცხადებს ყოველწლიურ კონკურს 2015-2016 სასწავლო წლისთვის.
ჩეხურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამისთვის გამოყოფილია სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მედიცინა, ტექნიკური დარგები, ინჟინერია, ეკონომიკა. (შერჩეული კანდიდატები ერთწლიან მოსამზადებელი კურსს გაივლიან ჩეხურ ენაში).
ინგლისურენოვან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები გამოყოფილია ინფორმატიკის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის სპეციალობებზე.
დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და განაცხადის შევსების შესახებ იხილეთ
დანართის სახით. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 სექტემბერი.