“უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს
კანონის” 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” პუნქტისა
და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 33-ე მუხლის
პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
გამოეცხადოთ მადლობა საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ალექსანდრე უნაფქოშვილს, ნიკო
აჯიბეგაშვილსა და ბესო ჩარგეიშვილს 2010 წლის 9 ივნისს თსუ ფილოლოგიის,
ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი საღამოს
მომზადებაში აქტიური მონაწილეობისა და სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო
შესრულებისათვის.
-
კონტროლი ბრძანების შესრულებაზე
დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე).
-
დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა)
უზრუნველყოს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა ბრძანების 1-ლი მუხლით
გათვალისწინებული პირებისათვის.
-
ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით
განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: თსუ კლასიკური
ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა
2010 წლის 25 ივნისის №15504/02 წერილი.
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი რომან ხარბედია