2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ჩასარიცხი აპლიკანტებისათვის საბუთების მიღება იწარმოებს
23 - 28 ოქტომბერს თსუ-ის შესაბამის ფაკულტეტზე
10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,კინო-ტელე რეჟისორი“ (მე-4 საფეხური) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი N208. ტელეფონი: 2 22 21 08.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,, მასაჟისტი’’ და ,,კბილის ტექნიკოსი“ - მედიცინის ფაკულტეტი, ჭიაურელის №2, ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი №30. ტელეფონი: 2 91 31 25.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა :
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე) ;
გ) სრული ზოგადი/საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).