2018-12-18

კონკურსი თსუ სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თსუ სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს;
თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;
თსუ დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს.

დამატებითი წინაპირობა:
სწავლების ენა პორტუგალიური;
შესაძლებელია ინდივიდუალური ინგლისურენოვანი კურსების მოძიება/დაგეგმვა - სავალდებულოა, წინასწარი კონსულტაცია მასპინძელ უნივერსიტეტთან.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 31 იანვრამდე შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://goo.gl/UYPXyd

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ინგლისური ან პორტუგალიური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მინიოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ/მოიძიეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
დასტურის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (სავალდებულოა, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შეფასება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მინიოს უნივერსიტეტი)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 820 ევრო).

დამატებითი ინფორმაცია:
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები;
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ დანართ 2-ში;
-დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.



Print

« იხ. ყველა სიახლე