ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-01

კონფერენცია "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში"

2 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით  მართავს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიისადმი მიღვნილ სამეცნიერო კონფერენციას - "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში" . კონფერენციის მიზანია ქალის უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში.

კონფერენციაში მონაწილეობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, აკადემიის წარმომადგენლები და კონფერენციის თემებზე მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტები.  მომხსენებლებს გადეცემათ სერტიფიკატები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,  თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე