2020-02-05
ცხადდება კონკურსი ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ჩუკუროვას უნივერსიტეტში (თურქეთი)
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ჩუკუროვას უნივერსიტეტში (თურქეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის
ბაკალავრიატის საფეხურის მეათე სემესტრის სტუდენტებს.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ა/წ 19 მარტის, 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
2019 წლის 1-2 ოქტომბერს ან 2020 წლის 10 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან/და მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
« იხ. ყველა სიახლე