2014-05-23

საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“

27-28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრისა და მასთან არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების  ქართულ–გერმანული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება რიგით მესამე,  საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“.

ფორუმი, რომლის თემაა ,,მეწარმეობა“ - მეწარმეობის დაწყებისა და მისი განვითარების პრობლემატიკას მიეძღვნება.

ფორუმის სტუმრები და ძირითადი მომხსენებლები იქნებიან:
  • ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი "Teekampagne"-ს დამფუძნებელი გიუნტერ ფალტინი
  • გერმანიის ეროვნული და ევროკავშირის სამეცნიერო პრემიების ლაურეატი, სოციალური მეწარმეობის სააგენტოს ,,iq consult”–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნორბერტ კუნცი
  • ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების  ქართულ–გერმანული ინსტიტუტის თანადირექტორი ვოლფგანგ ვენგი
  • გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ქალბატონი მონიკა პრშიბიში.

27 მაისს, ფორუმის ფარგლებში გათვალისწინებულია პროფესორ გიუნტერ ფალტინის  წიგნის ,,გონება ამარცხებს კაპიტალს“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

28 მაისს, ფორუმის ფარგლებში გაიმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის ქალბატონ მონიკა პრშიბიშის საინფორმაციო ლექცია სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დაინტერესებული პირებისთვის თემაზე: ,,გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წამახალისებელი პროგრამები გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად”.

იხ. დანართი

Print

« იხ. ყველა სიახლე