2019-11-27
ტრეინინგი თემაზე: „ნაბიჯები კარიერული წარმატებისაკენ“
4 დეკემბერს, AUF - ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართება ტრეინინგი თემაზე: „ნაბიჯები კარიერული წარმატებისაკენ“
(მისამართი: 0193, თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი #3).
ტრენერი ლილი ბიბილაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
ადამიანური რესურსების პროფესიონალთა გილდიის დირექტორი.
ტრენინგის მიზნები:
•დაეხმაროს მსმენელს შეიცნოს საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრების გზის ვექტორი და ოცნებიდან მიზნამდე გასავლელი ბილიკების შესაძლებლობები;
•გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერისი კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს, ტექნიკას;
•შეიგრძნოს მიღწევისა და წარმატების გემო.
5 საათის განმავლობაში მსმენელებს მოუწევთ გაერკვნენ შემდეგ პუნქტებში:
1.ვიცნობ მე საკუთარ თავს? (პრაქტიკული სავარჯიშო)
2.ტერმინალური და ინსტუმენტული ფასეულობები;
3.მოკლედ ემოციური ინტელექტის შესახებ;
4.სხეულის ენა;
5.რეკრუტერის მოხიბვლის ხელოვნება (ჯგუფური სავარჯიშო).
სამიზნე აუდიტორია
-საქართველოში AUF -ის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტები და მასწავლებლები
აღმოაჩინეთ თქვენი ცოდნის „ტაძარი“, თქვენი ღირებულებები და შესაძლებლობები!
დარეგისტრირდით 1 დეკემბრამდე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი
« იხ. ყველა სიახლე