23 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და თეზისები
2017 წლის 19 მარტამდე უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
humscience@tsu.ge
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5-7 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
აკადემიური თანამდებობა, აკადემ იური ხარისხი, ორგანიზაცია;
მისამართი, ტელეფონი (მობილური) , ელექტრონული ფოსტის მისამართი;
თეზისების გაფორმების წესი:
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 11
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი