2012-05-14

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთინების ერთობლივი სტაჟირების პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DVWG) ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა სტაჟირების (მუდმივად განახლებადი) პლატფორმა, რომლის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს სამუშაო გამოცდილების მიღებაში. პროექტის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირებაზე აყვანა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრ კომპანიებში.

ამჟამად ხელმისაწვდომია 20-ზე მეტი სტაჟიორის ვაკანსია ეკონომიკისა და ბიზნესის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, გაყიდვების, კომპიუტერული ტექნოლოგიების, მედიცინისა და ქიმიის დარგში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და CV მისამართზე: internship@dwvg.ge. თქვენი კანდიდატურა განხილული იქნება შესაბამის პოზიციებზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე