2020-01-17

კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში

ცხადდება   კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში!


სტიპენდიების ჩამონათვალი: 

იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი)

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)

პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია

მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა

კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი)

იურიდიული, ენები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი

მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი 

ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)

მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე არაუმეტეს ერთი გვერდისა)

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი

ერთი რეკომენდაცია 

შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; სავალდებულოა, 8-საათიანი სალექციო დატვირთვა კვირაში; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):  დანართი 1

8-საათიანი სალექციო კურსის მოკლე მონახაზი (მაქსიმუმ 2 გვერდი; ინგლისურ ენაზე)

დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს).


დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ  2020 წლის 29 იანვარს 16:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

outgoingmobility@tsu.ge!



სტიპენდია მოიცავს:

დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!


დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტზე !

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;

გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;




Print

« იხ. ყველა სიახლე